пятница, 26 мая 2017 г.

რესურსი - ბრძნული აზრების ამოკრება შოთას პოემა ‘’ ვეფხისტყაოსნიდან“

ბრძნული აზრების ამოკრება შოთას პოემა ‘’ ვეფხისტყაოსნიდან“

„ვარდთა და ნეხვთა  ვინათგან მზე სწორად მოეფინების“– როსტევანი ეუბნება თინათინს გამეფებისას.
„ხამს ,თუ კაცი არ შეუდრკეს , ჭირს მიუხდეს  მამაცურად“–ავთანდილი  განუცხადებს შერმადინს,როცა უცხო მოყმის საპოვნელად მიდის.
„ფათერაკი სწორად  მოკლავს , ერთი იყოს , თუნდა ასი“– ავთანდილი  შერმანდინს ეუბნება.
„ავსა კარგად ვერვინ შეცვლის , თავსა  ახლად ვერვინ  იშობს“–ავთანდილის სიტყვებია.
„კაცსა მიჰხვდეს საწადელი , რას ეძებდეს , მისი პოვნა, მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა“–ავთანდილი იტყვის, როდესაც ხატაელი ძმებისაგან  შეიტყობს  ტარიელის ამბავს.
„ყმასა უთხრა :“ვინცა კაცმან ძმა იძმოს  თუ დაცა იდოს, ხამს,  თუ მისთვის  სიკვდილსა და ჭირსა   თავი არ  დაჰრიდოს „– ტარიელი  ამბობს, როდესაც  ავთანდილს პირველად გაანდო თავისი ამბავი.
„ცრუ და მუხთალი სოფელი  მიწყივ ავისა მქმნელია“ –ტარიელის სიტყვებია.
„ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან“–ტარიელი ლაშქარს მიმართავს  ხატაელებთან ბრძოლის დროს.
„ თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან , ჭირიცა შევიწყნაროთა“–ავთანდილი ამბობს.
„ზოგჯერ თქმა სჯობს  არა –თქმასა ,ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“–ვაზირი მოახსენებს ავთანდილს.
„ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი“–ავთანდილი ეტყვის ვაზირს.
„ხამს სტუმარი სასურველი , მასპინძელი  მხიარული“– ვაზირი ეუბნება ავთანდილს.
„რამცა  სადა გაუმარჯვდა კაცსა ფიცთა გამტეხელსა“–ავთანდილის სიტყვებია.
„მტერი მტერსა  ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს“– ვაზირი ამბობს.
„პატრონისა ვერა– მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა“ –ავთანდილი   წარმოთქვამს ლოცვისას.
„მართლად უთქვამს მეცნიერთა , წყენაოო  ჭირთა  ბადე“–როსტევანი განუცხადებს ვაზირს.
„თუ თავი შენი შენ  გახლავს , ღარიბად არ იხსენები“ როსტევანი იტყვის.“მას მკურნალმან რაგვარ  ჰკურნოს , თუ არ უთხრას ,რაცა სჭირდეს“– ფატმანი  ამბობს, როდესაც ავთანდილს უნდა გაუმხილოს  თავისი სიყვარულის შესახებ.
„თუ ყვავი ვარდსა  იშოვებს , თავი  ბულბული  ჰგონია“– ავთანდილი  ფატმანზე ფიქრობს.
„კაცი ჯაბანნი რათა სჯობს დიაცსა ქსლისა მეჭველსა“–ავთანდილი ამბობს ანდერძში.
„სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“– ავთანდილი იტყვის.
„არა ვიქმ,  ცოდნა რას მარგებს  ფილოსოფოსთა ბრძნობისა „–ავთანდილის სიტყვებია.
„რაცა ღმერთსა არა სწადდეს , არა საქმე არ იქმნების“– ავთანდილი წერს ანდერძში.
„არ– დავიწყება მოყვრისა აროდეს  გვიზამს ზიანსა“– ავთანდილის  რჩევაა.
„ ვგმობ კაცსა აუგიანსა , ცრუსა და  ღალატიანსა“– ავთანდილი განაცხადებს.
კაცმან საქმე მოიგვაროს , ვეჭ , ჭმუნვასა  ესე სჯობდეს“–თინათინი ეუბნება მამას.
„ქმნა მართლისა სამართლისა  ხესა შეიქმს  ხმელსა ნედლად“–ნესტანი  გაანდობს  ტარიელს, როდესაც  ხვარაზმშას  შვილის მოკვლა  დაავალა.
„უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ,  სიძუნწე უმეცრულია’’– ფარსადანი ამბობს  ,სასიძოს  რომ ელოდება.
„სხვისა სხვამან  უკეთ იცის სასარგებლო  საუბარი’’–ავთანდილი ტარიელს ურჩევს.
„ხამს მოყვარე მოყვრისათვის  თავი ჭირსა არ დამრიდად , გული მისცეს გულისათვის ,სიყვარული –გზად და ხიდად“–ავთანდილი ეუბნება თინათინს.
„შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა,ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა“–თინათინი  ავთანდილს  ეტყვის.
„გული კრულია კაცისა , ხარბი და გაუძღომელი“–ავთანდილი ამბობს.
„ავად შეჰფერობს მიჯნურსა  მიჯნურობისა ცხადება“–ავთანდილის სიტყვებია
„პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების“– ავთანდილი ეუბნება შერმანდინს
„გული , ცნობა და გონება ერთმანერთზედა  ჰკიდიან :რა გული  წავა, იგიცა წავლენ და  მისკენ მიდიან:უგულო კაცი ვერ კაცობს კაცთაგან განაკიდიან“–ასმათი მოახსენებს ავთანდილს.
„ვინ მოყვარესა არ ეძებს , იგი  თავისა მტერია“ –ასმათი ეტყვის ავთანდილს.“ჭირსა შიგან  გამაგრება  ასრე უნდა,   ვით ქვიტკირსა თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა“ –ავთანდილი  ურჩევს ტარიელს.
„სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს, მაგრა ბოლო ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს“ –ავთანდილი ეტყვის ტარიელს.

„მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს, გასწავლულსა  გააშმაგებს , უსწავლელსა გაასწავლებს“–ავთანდილი ეუბნება  ტარიელს.